შეხვედრა 9- გამოფენა- გაყიდვის საბოლოო დაგეგმვა
მე-9 შეხვედრა დაეთმო გამოფენა-გაყიდვის საბოლოო ორგანიზებასა და მზადებას . მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ შეამოწმეს პროდუქციის რაოდენობა, დააჯგუფეს ბრელოკები კატეგორიების მიხედვით და განსაზღვრეს რამდენი ერთეული იქნება გამოტანილი გაყიდვაზე. შეხვედრის განმავლობაში მოსწავლეებმა დაგეგმეს გამოფენის სივრცის მოწყობა, შექმნეს დახლზე განლაგების სქემა და შეთანხმდნენ, სად უნდა განთავსდეს პროდუქცია, ფასების ბარათები, ფული და აღრიცხვის ფურცლები. ასევე საბოლოოდ გადანაწილდა პასუხისმგებლობები: გამყიდველები, მოლარე, შეფუთვისა და აღრიცხვის პასუხისმგებლები. მოსწავლეებმა ჩამოაყალიბეს გაყიდვის წესებიც, რათა პროცესი იყოს ორგანიზებული და გამჭვირვალე. შეხვედრის ბოლოს ჩატარდა „გენერალური რეპეტიცია“, სადაც მოსწავლეებმა პრაქტიკულად გაიარეს გაყიდვის სრული პროცესი.