მეწარმეობის კლუბში დავასრულეთ პროექტი ,,იდეიდან შემოსავლამდე: მოსწავლეების ფინანსური მოგზაურობა“. მე-10 შეხვედრა დაეთმო პროექტის შედეგების შეჯამებას და მიღებული გამოცდილების გაანალიზებას.
შეხვედრის დასაწყისში მოსწავლეებმა შეაჯამეს გამოფენა-გაყიდვის მონაცემები: დათვალეს რამდენი ბრელოკი დამზადდა, რამდენი გაიყიდა და რამდენი დარჩა. ამის შემდეგ გამოითვალეს საერთო შემოსავალი, საერთო ხარჯი და საბოლოო მოგება.
შემდეგ მოსწავლეებმა იმსჯელეს, რა იყო პროექტის ძლიერი მხარე და რა სირთულეები შეხვდათ მუშაობის პროცესში. თითოეულმა მონაწილემ შეავსო მოკლე რეფლექსია, სადაც აღნიშნა რა ახალი ცოდნა და უნარები მიიღო ფინანსების მართვის, გაყიდვების და გუნდური მუშაობის მიმართულებით.





Comments
Post a Comment