პროექტის შესახებ
მეწარმეობის კლუბში დავიწყეთ ახალი პროექტი სახელწოდებით — „იდეიდან შემოსავლამდე: მოსწავლეების ფინანსური მოგზაურობა“.
პროექტის მიზანია მოსწავლეებში ფინანსური განათლებისა და მეწარმეობრივი უნარების განვითარება პრაქტიკული გამოცდილების გზით. მისი მთავარი ამოცანაა, მოსწავლეებმა არა მხოლოდ თეორიულად გაიაზრონ ფულის მართვის მნიშვნელობა, არამედ თავად გაიარონ სრული პროცესი — იდეის ჩამოყალიბებიდან პროდუქტის შექმნამდე და რეალურ გაყიდვამდე.
პროექტი ემსახურება ისეთი უნარების განვითარებას, როგორიცაა:
ფინანსური დაგეგმვა
ხარჯებისა და შემოსავლების ანალიზი
გადაწყვეტილებების მიღება
გუნდური მუშაობა
პასუხისმგებლობის აღება
Comments
Post a Comment