აქტივობა 5-ბრენდის შექმნა და რეკლამა
მეწარმეობის კლუბში გავაგრძელეთ პროექტზე მუშაობა „იდეიდან შემოსავალამდე: მოსწავლეების ფინანსური მოგზაურობა“.
მეხუთე შეხვედრა დაეთმო ბრენდის შექმნასა და მარკეტინგს. მოსწავლეებმა იმსჯელეს, რატომ შეიძლება მომხმარებელი დაინტერესდეს ჩვენი ეპოქსიდის ბრელოკებით და რა გამოარჩევს მათ სხვა პროდუქციისგან.
გაკვეთილზე მოსწავლეებმა გუნდურად მოიფიქრეს ბრენდის სახელის რამდენიმე ვარიანტი და კენჭისყრის შედეგად შეარჩიეს საუკეთესო. შემდეგ შექმნეს სლოგანი და იმუშავეს რეკლამის ტექსტზე, რომელიც გამოფენა-გაყიდვაზე მომხმარებლის ყურადღების მიპყრობას დაეხმარება.
Comments
Post a Comment