შეხვედრა 7- შეფუთვა და გამოფენა გაყიდვისთვის მზადება


მე-7 შეხვედრა დაეთმო პროდუქტის საბოლოო გაფორმებას — შეფუთვას და გამოფენა-გაყიდვისთვის მზადებას. გაკვეთილის დასაწყისში მოსწავლეებმა იმსჯელეს, რატომ არის შეფუთვა მნიშვნელოვანი და როგორ მოქმედებს ის მომხმარებლის გადაწყვეტილებაზე.

შემდეგ მოსწავლეები ჯგუფებად გადანაწილდნენ და დაიწყეს პრაქტიკული სამუშაო. ნაწილმა დაიწყო ბრელოკების შეფუთვა, ნაწილმა მოამზადა ეტიკეტების დიზაინი და ფასების ბარათები, ხოლო სხვა ჯგუფმა იმუშავა იმაზე, როგორ უნდა წარვუდგინოთ პროდუქტი მომხმარებელს.

შეხვედრის ბოლოს მოვაწყეთ მცირე „საცდელი გამოფენა“ კლასში, სადაც მოსწავლეებმა სცადეს პროდუქტის წარმოდგენა და გაყიდვების პროცესის იმიტაცია.







Comments

Popular posts from this blog

აქტივობა 3 - ფასის განსაზღვრა და მოგების დათვლა

შეხვედრა-8-,,გაყიდვების პროცესის რეპეტიცია და ფინანსური აღრიცხვის სწავლა”.

აქტივობა 5-ბრენდის შექმნა და რეკლამა