Posts

Showing posts from May, 2026

შეხვედრა 9- გამოფენა- გაყიდვის საბოლოო დაგეგმვა

Image
მე-9 შეხვედრა დაეთმო  გამოფენა-გაყიდვის საბოლოო ორგანიზებასა და მზადებას . მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ შეამოწმეს პროდუქციის რაოდენობა, დააჯგუფეს ბრელოკები კატეგორიების მიხედვით და განსაზღვრეს რამდენი ერთეული იქნება გამოტანილი გაყიდვაზე. შეხვედრის განმავლობაში მოსწავლეებმა დაგეგმეს გამოფენის სივრცის მოწყობა, შექმნეს დახლზე განლაგების სქემა და შეთანხმდნენ, სად უნდა განთავსდეს პროდუქცია, ფასების ბარათები, ფული და აღრიცხვის ფურცლები. ასევე საბოლოოდ გადანაწილდა პასუხისმგებლობები: გამყიდველები, მოლარე, შეფუთვისა და აღრიცხვის პასუხისმგებლები. მოსწავლეებმა ჩამოაყალიბეს გაყიდვის წესებიც, რათა პროცესი იყოს ორგანიზებული და გამჭვირვალე. შეხვედრის ბოლოს ჩატარდა „გენერალური რეპეტიცია“, სადაც მოსწავლეებმა პრაქტიკულად გაიარეს გაყიდვის სრული პროცესი.

შეხვედრა-8-,,გაყიდვების პროცესის რეპეტიცია და ფინანსური აღრიცხვის სწავლა”.

Image
 მერვე შეხვედრის თემა -,,გაყიდვების პროცესის რეპეტიცია და ფინანსური აღრიცხვის სწავლა”. მოსწავლეებმა იმსჯელეს, როგორი უნდა იყოს კარგი გამყიდველი და რა მნიშვნელობა აქვს მომხმარებელთან სწორ კომუნიკაციას.     გაკვეთილზე მოსწავლეებმა პრაქტიკულად იმუშავეს გაყიდვის სცენარებზე და გაითამაშეს სხვადასხვა სიტუაცია, ჩამოწერეს რა ფრაზებს გამოიყენებენ გაყიდვის პროცესში მომხმარებლებთან. შემდეგ კლასში მოეწყო „საცდელი გამოფენა“, სადაც მოსწავლეებმა გაინაწილეს როლები (გამყიდველი, კასირი, კონსულტანტი, აღრიცხვის პასუხისმგებელი) და რეალური გაყიდვის პროცესის იმიტაცია გააკეთეს.     შეხვედრის ბოლოს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გაყიდვების ჩანაწერების წარმოებას — მოსწავლეებმა ისწავლეს, როგორ უნდა ჩაიწეროს გაყიდული პროდუქტის რაოდენობა და მიღებული თანხა.