Skip to main content

აქტივობა 3 - ფასის განსაზღვრა და მოგების დათვლა

მესამე შეხვედრა დაეთმო ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხს ბიზნესში — პროდუქტის ფასის განსაზღვრას და მოგების გამოთვლას.

შეხვედრის დასაწყისში მოსწავლეებმა გაიხსენეს წინა გაკვეთილზე დათვლილი პროდუქტის თვითღირებულება და იმსჯელეს მთავარ კითხვაზე:
„როგორ დავადგინოთ სწორი ფასი ისე, რომ პროდუქტი იყოს ხელმისაწვდომი და ამავდროულად მოგვიტანოს მოგება?“

გაკვეთილის ძირითად ნაწილში მოსწავლეებმა ჯგუფურად იმუშავეს ფასის სტრატეგიაზე. მათ განიხილეს სხვადასხვა ფასის ვარიანტები და დაფაზე შექმნეს ცხრილი, სადაც გამოთვალეს:

  • შესაძლო გაყიდვის ფასი
  • პროდუქტის თვითღირებულება
  • მოგება ერთეულზე
  • მოსალოდნელი მოგება რამდენიმე ერთეულის გაყიდვის შემთხვევაში

მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობდნენ დაფასთან მუშაობაში, აკეთებდნენ გამოთვლებს და ერთმანეთს უზიარებდნენ არგუმენტებს. განსაკუთრებით საინტერესო იყო დისკუსია იმაზე, რომ ფასის განსაზღვრა დამოკიდებულია არა მხოლოდ ხარჯებზე, არამედ მომხმარებლის მოთხოვნაზე, პროდუქტის ხარისხზე და დიზაინის უნიკალურობაზე.

შეხვედრის ბოლოს მოსწავლეებმა საერთო შეთანხმებით შეარჩიეს პროდუქტის სავარაუდო ფასები და დაასაბუთეს საკუთარი გადაწყვეტილება ფინანსური გათვლების საფუძველზე.

შეხვედრის შედეგები:

  • მოსწავლეებმა ისწავლეს მოგების გამოთვლის პრინციპი
  • განივითარეს ფასის განსაზღვრის უნარი
  • გააცნობიერეს ფასის გავლენა გაყიდვებსა და შემოსავალზე
  • ჩამოაყალიბეს პროდუქტის ფასების სტრატეგია                                                                             



Comments

Popular posts from this blog

პროექტის შესახებ

 მეწარმეობის კლუბში დავიწყეთ ახალი პროექტი სახელწოდებით — „იდეიდან შემოსავლამდე: მოსწავლეების ფინანსური მოგზაურობა“ . პროექტის მიზანია მოსწავლეებში ფინანსური განათლებისა და მეწარმეობრივი უნარების განვითარება პრაქტიკული გამოცდილების გზით. მისი მთავარი ამოცანაა, მოსწავლეებმა არა მხოლოდ თეორიულად გაიაზრონ ფულის მართვის მნიშვნელობა, არამედ თავად გაიარონ სრული პროცესი — იდეის ჩამოყალიბებიდან პროდუქტის შექმნამდე და რეალურ გაყიდვამდე. პროექტი ემსახურება ისეთი უნარების განვითარებას, როგორიცაა: ფინანსური დაგეგმვა ხარჯებისა და შემოსავლების ანალიზი გადაწყვეტილებების მიღება გუნდური მუშაობა პასუხისმგებლობის აღება

აქტივობა 1-,,მეწარმეობრივი აზროვნების გააქტიურება“

 📌 რეფლექსია — მეწარმეობის პროექტის პირველი შეხვედრა დღეს ჩატარდა მეწარმეობის კლუბის პირველი შეხვედრა, რომლის მიზანი იყო მოსწავლეებში ფინანსური აზროვნების გააქტიურება და მათი როლის გააზრება როგორც მომავალი მეწარმეების. გაკვეთილი დავიწყეთ დისკუსიით კითხვაზე — რატომ გვჭირდება ფული და როგორ ვშოულობთ მას? მოსწავლეებმა აქტიურად გამოხატეს საკუთარი მოსაზრებები და ეტაპობრივად მივედით დასკვნამდე, რომ ფული არ არის მხოლოდ ხარჯვის საშუალება, არამედ პასუხისმგებლობასთან, არჩევანთან და დაგეგმვასთან დაკავშირებული რესურსია. შემდეგ ეტაპზე მოსწავლეებმა გააანალიზეს საკუთარი იდეა — ეპოქსიდის ბრელოკების დამზადება — უკვე როგორც ბიზნესპროექტი. მათ იმსჯელეს პოტენციურ მომხმარებელზე, პროდუქტის ღირებულებაზე და იმაზე, თუ რატომ შეიძლება დაინტერესდეს მომხმარებელი მათი პროდუქციით. გაკვეთილის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო გუნდური მუშაობა. მოსწავლეები გადანაწილდნენ ფუნქციურ ჯგუფებად (ფინანსები, მარკეტინგი, წარმოება, გაყიდვები), რაც დაეხმარათ საკუთარი პასუხისმგებლობების უკეთ გააზრებაში და თანამშრომლობის უნარის განვითარ...

აქტივობა 5-ბრენდის შექმნა და რეკლამა

მეწარმეობის კლუბში გავაგრძელეთ პროექტზე მუშაობა  „იდეიდან შემოსავალამდე: მოსწავლეების ფინანსური მოგზაურობა“ . მეხუთე შეხვედრა დაეთმო  ბრენდის შექმნასა და მარკეტინგს . მოსწავლეებმა იმსჯელეს, რატომ შეიძლება მომხმარებელი დაინტერესდეს ჩვენი ეპოქსიდის ბრელოკებით და რა გამოარჩევს მათ სხვა პროდუქციისგან. გაკვეთილზე მოსწავლეებმა გუნდურად მოიფიქრეს ბრენდის სახელის რამდენიმე ვარიანტი და კენჭისყრის შედეგად შეარჩიეს საუკეთესო. შემდეგ შექმნეს სლოგანი და იმუშავეს რეკლამის ტექსტზე, რომელიც გამოფენა-გაყიდვაზე მომხმარებლის ყურადღების მიპყრობას დაეხმარება.