შეხვედრა-8-,,გაყიდვების პროცესის რეპეტიცია და ფინანსური აღრიცხვის სწავლა”.
მერვე შეხვედრის თემა -,,გაყიდვების პროცესის რეპეტიცია და ფინანსური აღრიცხვის სწავლა”. მოსწავლეებმა იმსჯელეს, როგორი უნდა იყოს კარგი გამყიდველი და რა მნიშვნელობა აქვს მომხმარებელთან სწორ კომუნიკაციას.
გაკვეთილზე მოსწავლეებმა პრაქტიკულად იმუშავეს გაყიდვის სცენარებზე და გაითამაშეს სხვადასხვა სიტუაცია, ჩამოწერეს რა ფრაზებს გამოიყენებენ გაყიდვის პროცესში მომხმარებლებთან. შემდეგ კლასში მოეწყო „საცდელი გამოფენა“, სადაც მოსწავლეებმა გაინაწილეს როლები (გამყიდველი, კასირი, კონსულტანტი, აღრიცხვის პასუხისმგებელი) და რეალური გაყიდვის პროცესის იმიტაცია გააკეთეს.
შეხვედრის ბოლოს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გაყიდვების ჩანაწერების წარმოებას — მოსწავლეებმა ისწავლეს, როგორ უნდა ჩაიწეროს გაყიდული პროდუქტის რაოდენობა და მიღებული თანხა.




Comments
Post a Comment