Posts

Showing posts from April, 2026

შეხვედრა 7- შეფუთვა და გამოფენა გაყიდვისთვის მზადება

Image
მე-7 შეხვედრა დაეთმო პროდუქტის საბოლოო გაფორმებას —  შეფუთვას  და გამოფენა-გაყიდვისთვის მზადებას . გაკვეთილის დასაწყისში მოსწავლეებმა იმსჯელეს, რატომ არის შეფუთვა მნიშვნელოვანი და როგორ მოქმედებს ის მომხმარებლის გადაწყვეტილებაზე. შემდეგ მოსწავლეები ჯგუფებად გადანაწილდნენ და დაიწყეს პრაქტიკული სამუშაო. ნაწილმა დაიწყო ბრელოკების შეფუთვა, ნაწილმა მოამზადა ეტიკეტების დიზაინი და ფასების ბარათები, ხოლო სხვა ჯგუფმა იმუშავა იმაზე, როგორ უნდა წარვუდგინოთ პროდუქტი მომხმარებელს. შეხვედრის ბოლოს მოვაწყეთ მცირე „საცდელი გამოფენა“ კლასში, სადაც მოსწავლეებმა სცადეს პროდუქტის წარმოდგენა და გაყიდვების პროცესის იმიტაცია.

შეხვედრა 6-,,ბრელოკების დამზადება და ხარისხის კონტროლი”

Image
მე-6 შეხვედრა დაეთმო პრაქტიკულ ნაწილს —  ეპოქსიდის ბრელოკების დამზადებასა და ხარისხის კონტროლს . გაკვეთილის დასაწყისში მოსწავლეებმა იმსჯელეს, რა არის ხარისხიანი პროდუქტი და რა დეტალებზე უნდა მიაქციონ ყურადღება, რათა ბრელოკი მომხმარებლისთვის მიმზიდველი იყოს. შემდეგ მოსწავლეები გადანაწილდნენ სამუშაო ჯგუფებად და დაიწყეს პროდუქციის დამზადება. ნაწილი მუშაობდა დიზაინზე და ჩამოსხმაზე, ნაწილი კი აკონტროლებდა პროცესს და ამოწმებდა მზადებულ ნიმუშებს. ასევე ყურადღება დაეთმო მასალების სწორად გამოყენებასა და სისუფთავის დაცვას. შეხვედრის ბოლოს მოსწავლეებმა შეაფასეს დამზადებული პროდუქცია, აღნიშნეს რა გამოუვიდათ კარგად და რა დეტალები უნდა გაუმჯობესდეს შემდეგი

აქტივობა 5-ბრენდის შექმნა და რეკლამა

Image
მეწარმეობის კლუბში გავაგრძელეთ პროექტზე მუშაობა  „იდეიდან შემოსავალამდე: მოსწავლეების ფინანსური მოგზაურობა“ . მეხუთე შეხვედრა დაეთმო  ბრენდის შექმნასა და მარკეტინგს . მოსწავლეებმა იმსჯელეს, რატომ შეიძლება მომხმარებელი დაინტერესდეს ჩვენი ეპოქსიდის ბრელოკებით და რა გამოარჩევს მათ სხვა პროდუქციისგან. გაკვეთილზე მოსწავლეებმა გუნდურად მოიფიქრეს ბრენდის სახელის რამდენიმე ვარიანტი და კენჭისყრის შედეგად შეარჩიეს საუკეთესო. შემდეგ შექმნეს სლოგანი და იმუშავეს რეკლამის ტექსტზე, რომელიც გამოფენა-გაყიდვაზე მომხმარებლის ყურადღების მიპყრობას დაეხმარება. 

აქტივობა 4-,,ბიუჯეტის შედგენა და წარმოების დადგენა"

Image
 მეოთხე შეხვედრა დაეთმო ბიუჯეტის შედგენასა და წარმოების დაგეგმვას . მოსწავლეებმა განსაზღვრეს, რამდენი ბრელოკის დამზადება არის რეალისტური გამოფენა-გაყიდვამდე და რა რაოდენობის პროდუქტი დაგვჭირდება. შემდეგ მათ დაფაზე შექმნეს ბიუჯეტის ცხრილი და ჩამოწერეს ყველა საჭირო ხარჯი (ეპოქსიდი, ყალიბები,დეკორი, საკიდები და სხვა). გამოთვლების საფუძველზე მოსწავლეებმა დაადგინეს საერთო ხარჯი და გამოთვალეს მოსალოდნელი შემოსავალი.(მოგება/ნულოვანი მოგება) გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეებმა გააკეთეს დასკვნა, რომ ბიზნესში მნიშვნელოვანია წინასწარ დაგეგმვა, რადგან მოგება პირდაპირ დამოკიდებულია სწორ ბიუჯეტსა და გაყიდვების რაოდენობაზე.

აქტივობა 3 - ფასის განსაზღვრა და მოგების დათვლა

Image
მესამე შეხვედრა დაეთმო ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხს ბიზნესში — პროდუქტის ფასის განსაზღვრას და მოგების გამოთვლას . შეხვედრის დასაწყისში მოსწავლეებმა გაიხსენეს წინა გაკვეთილზე დათვლილი პროდუქტის თვითღირებულება და იმსჯელეს მთავარ კითხვაზე: „როგორ დავადგინოთ სწორი ფასი ისე, რომ პროდუქტი იყოს ხელმისაწვდომი და ამავდროულად მოგვიტანოს მოგება?“ გაკვეთილის ძირითად ნაწილში მოსწავლეებმა ჯგუფურად იმუშავეს ფასის სტრატეგიაზე. მათ განიხილეს სხვადასხვა ფასის ვარიანტები და დაფაზე შექმნეს ცხრილი, სადაც გამოთვალეს: შესაძლო გაყიდვის ფასი პროდუქტის თვითღირებულება მოგება ერთეულზე მოსალოდნელი მოგება რამდენიმე ერთეულის გაყიდვის შემთხვევაში მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობდნენ დაფასთან მუშაობაში, აკეთებდნენ გამოთვლებს და ერთმანეთს უზიარებდნენ არგუმენტებს. განსაკუთრებით საინტერესო იყო დისკუსია იმაზე, რომ ფასის განსაზღვრა დამოკიდებულია არა მხოლოდ ხარჯებზე, არამედ მომხმარებლის მოთხოვნაზე, პროდუქტის ხარისხზე და დიზაინის უნიკალურობაზე. შეხვედრის ბოლოს მოსწავლეებმა საერთო შეთანხმებით შეარჩიეს პროდუქტ...