Posts

Showing posts from March, 2026

აქტივობა 2-პროდუქტის თვითღირებულების დათვლა

Image
    მეწარმეობის კლუბის ფარგლებში გავაგრძელეთ მუშაობა პროექტზე „იდეიდან შემოსავალამდე: მოსწავლეების ფინანსური მოგზაურობა“ .  მეორე შეხვედრა დაეთმო ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან თემას ბიზნესში — ხარჯების დათვლას და პროდუქტის თვითღირებულების განსაზღვრას . გაკვეთილი დავიწყეთ მთავარი შეკითხვით: „როგორ განვსაზღვროთ პროდუქტის ფასი, თუ არ ვიცით, რამდენი გვიჯდება მისი დამზადება?“ მოსწავლეებმა სწრაფად გააცნობიერეს, რომ ფინანსური წარმატების მთავარი წინაპირობა სწორედ ხარჯების გააზრებული კონტროლია. შეხვედრის განმავლობაში მოსწავლეებმა ჩამოწერეს ეპოქსიდის ბრელოკების დამზადებისთვის საჭირო ყველა მასალა და დეტალურად დაიწყეს გამოთვლები. მათ დააჯგუფეს ხარჯები და იმსჯელეს თითოეული კომპონენტის ფინანსურ მნიშვნელობაზე. პროცესში აქტიურად გამოიყენეს მათემატიკური გამოთვლები და გუნდური მუშაობის პრინციპები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ისეთ დეტალებს, როგორიცაა: ეპოქსიდის მასალის რაოდენობა და ღირებულება დეკორატიული ელემენტები ფორმები და მათი გამოყენების რაოდენობა საკიდები, რგოლები და ...

აქტივობა 1-,,მეწარმეობრივი აზროვნების გააქტიურება“

Image
 📌 რეფლექსია — მეწარმეობის პროექტის პირველი შეხვედრა დღეს ჩატარდა მეწარმეობის კლუბის პირველი შეხვედრა, რომლის მიზანი იყო მოსწავლეებში ფინანსური აზროვნების გააქტიურება და მათი როლის გააზრება როგორც მომავალი მეწარმეების. გაკვეთილი დავიწყეთ დისკუსიით კითხვაზე — რატომ გვჭირდება ფული და როგორ ვშოულობთ მას? მოსწავლეებმა აქტიურად გამოხატეს საკუთარი მოსაზრებები და ეტაპობრივად მივედით დასკვნამდე, რომ ფული არ არის მხოლოდ ხარჯვის საშუალება, არამედ პასუხისმგებლობასთან, არჩევანთან და დაგეგმვასთან დაკავშირებული რესურსია. შემდეგ ეტაპზე მოსწავლეებმა გააანალიზეს საკუთარი იდეა — ეპოქსიდის ბრელოკების დამზადება — უკვე როგორც ბიზნესპროექტი. მათ იმსჯელეს პოტენციურ მომხმარებელზე, პროდუქტის ღირებულებაზე და იმაზე, თუ რატომ შეიძლება დაინტერესდეს მომხმარებელი მათი პროდუქციით. გაკვეთილის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო გუნდური მუშაობა. მოსწავლეები გადანაწილდნენ ფუნქციურ ჯგუფებად (ფინანსები, მარკეტინგი, წარმოება, გაყიდვები), რაც დაეხმარათ საკუთარი პასუხისმგებლობების უკეთ გააზრებაში და თანამშრომლობის უნარის განვითარ...

პროექტის შესახებ

 მეწარმეობის კლუბში დავიწყეთ ახალი პროექტი სახელწოდებით — „იდეიდან შემოსავლამდე: მოსწავლეების ფინანსური მოგზაურობა“ . პროექტის მიზანია მოსწავლეებში ფინანსური განათლებისა და მეწარმეობრივი უნარების განვითარება პრაქტიკული გამოცდილების გზით. მისი მთავარი ამოცანაა, მოსწავლეებმა არა მხოლოდ თეორიულად გაიაზრონ ფულის მართვის მნიშვნელობა, არამედ თავად გაიარონ სრული პროცესი — იდეის ჩამოყალიბებიდან პროდუქტის შექმნამდე და რეალურ გაყიდვამდე. პროექტი ემსახურება ისეთი უნარების განვითარებას, როგორიცაა: ფინანსური დაგეგმვა ხარჯებისა და შემოსავლების ანალიზი გადაწყვეტილებების მიღება გუნდური მუშაობა პასუხისმგებლობის აღება