პროექტის დასრულების შემდეგ მოსწავლეებმა შეავსეს თვითშეფასების კითხვარები, რომლებშიც შეაფასეს საკუთარი მონაწილეობა, მიღებული ცოდნა და გამოცდილება.
მოსწავლეთა პასუხებიდან გამოიკვეთა, რომ პროექტმა მათ მისცა პრაქტიკული გამოცდილება ფინანსური დაგეგმვის, პროდუქტის შექმნისა და გაყიდვების მიმართულებით. მათ აღნიშნეს, რომ ისწავლეს ხარჯების დათვლა, ფასის განსაზღვრა, მომხმარებელთან კომუნიკაცია და გუნდური მუშაობა.
რეფლექსიებში განსაკუთრებით გამოიკვეთა პასუხისმგებლობის, თანამშრომლობისა და დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღების მნიშვნელობა. მოსწავლეებმა ასევე აღნიშნეს, რომ პროექტი საინტერესო და განსხვავებული სასწავლო გამოცდილება იყო, რადგან მათ რეალურ გარემოში გამოსცადეს საკუთარი შესაძლებლობები.





Comments
Post a Comment