აქტივობა 4-,,ბიუჯეტის შედგენა და წარმოების დადგენა"

 მეოთხე შეხვედრა დაეთმო ბიუჯეტის შედგენასა და წარმოების დაგეგმვას. მოსწავლეებმა განსაზღვრეს, რამდენი ბრელოკის დამზადება არის რეალისტური გამოფენა-გაყიდვამდე და რა რაოდენობის პროდუქტი დაგვჭირდება.

შემდეგ მათ დაფაზე შექმნეს ბიუჯეტის ცხრილი და ჩამოწერეს ყველა საჭირო ხარჯი (ეპოქსიდი, ყალიბები,დეკორი, საკიდები და სხვა). გამოთვლების საფუძველზე მოსწავლეებმა დაადგინეს საერთო ხარჯი და გამოთვალეს მოსალოდნელი შემოსავალი.(მოგება/ნულოვანი მოგება)

გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეებმა გააკეთეს დასკვნა, რომ ბიზნესში მნიშვნელოვანია წინასწარ დაგეგმვა, რადგან მოგება პირდაპირ დამოკიდებულია სწორ ბიუჯეტსა და გაყიდვების რაოდენობაზე.





Comments

Popular posts from this blog

აქტივობა 3 - ფასის განსაზღვრა და მოგების დათვლა

შეხვედრა-8-,,გაყიდვების პროცესის რეპეტიცია და ფინანსური აღრიცხვის სწავლა”.

აქტივობა 5-ბრენდის შექმნა და რეკლამა