Skip to main content

აქტივობა 2-პროდუქტის თვითღირებულების დათვლა

 

 

მეწარმეობის კლუბის ფარგლებში გავაგრძელეთ მუშაობა პროექტზე „იდეიდან შემოსავალამდე: მოსწავლეების ფინანსური მოგზაურობა“. 

მეორე შეხვედრა დაეთმო ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან თემას ბიზნესში — ხარჯების დათვლას და პროდუქტის თვითღირებულების განსაზღვრას.

გაკვეთილი დავიწყეთ მთავარი შეკითხვით:
„როგორ განვსაზღვროთ პროდუქტის ფასი, თუ არ ვიცით, რამდენი გვიჯდება მისი დამზადება?“
მოსწავლეებმა სწრაფად გააცნობიერეს, რომ ფინანსური წარმატების მთავარი წინაპირობა სწორედ ხარჯების გააზრებული კონტროლია.

შეხვედრის განმავლობაში მოსწავლეებმა ჩამოწერეს ეპოქსიდის ბრელოკების დამზადებისთვის საჭირო ყველა მასალა და დეტალურად დაიწყეს გამოთვლები. მათ დააჯგუფეს ხარჯები და იმსჯელეს თითოეული კომპონენტის ფინანსურ მნიშვნელობაზე. პროცესში აქტიურად გამოიყენეს მათემატიკური გამოთვლები და გუნდური მუშაობის პრინციპები.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ისეთ დეტალებს, როგორიცაა:

  • ეპოქსიდის მასალის რაოდენობა და ღირებულება
  • დეკორატიული ელემენტები
  • ფორმები და მათი გამოყენების რაოდენობა
  • საკიდები, რგოლები და სხვა აქსესუარები
  • შეფუთვა და დამატებითი მასალები

მოსწავლეებისთვის საინტერესო აღმოჩნდა იმის გააზრება, რომ პროდუქტის თვითღირებულება მხოლოდ ძირითადი მასალით არ განისაზღვრება და მცირე დეტალებიც კი საბოლოო შედეგზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს.

გაკვეთილი იყო პრაქტიკული და აქტიური — მოსწავლეები მონაწილეობდნენ დაფასთან მუშაობაში, სვამდნენ კითხვებს, ამოწმებდნენ ერთმანეთის გამოთვლებს და ერთობლივად ცდილობდნენ რეალური ფინანსური სურათის მიღებას.




შეხვედრის შედეგები:

  • მოსწავლეებმა შეისწავლეს თვითღირებულების დათვლის პრინციპი
  • განივითარეს ფინანსური ანალიზის უნარები
  • გაიაზრეს ხარჯების აღრიცხვის აუცილებლობა
  • მოამზადეს საფუძველი ფასის სწორად განსაზღვრისთვის

Comments

Popular posts from this blog

პროექტის შესახებ

 მეწარმეობის კლუბში დავიწყეთ ახალი პროექტი სახელწოდებით — „იდეიდან შემოსავლამდე: მოსწავლეების ფინანსური მოგზაურობა“ . პროექტის მიზანია მოსწავლეებში ფინანსური განათლებისა და მეწარმეობრივი უნარების განვითარება პრაქტიკული გამოცდილების გზით. მისი მთავარი ამოცანაა, მოსწავლეებმა არა მხოლოდ თეორიულად გაიაზრონ ფულის მართვის მნიშვნელობა, არამედ თავად გაიარონ სრული პროცესი — იდეის ჩამოყალიბებიდან პროდუქტის შექმნამდე და რეალურ გაყიდვამდე. პროექტი ემსახურება ისეთი უნარების განვითარებას, როგორიცაა: ფინანსური დაგეგმვა ხარჯებისა და შემოსავლების ანალიზი გადაწყვეტილებების მიღება გუნდური მუშაობა პასუხისმგებლობის აღება

აქტივობა 1-,,მეწარმეობრივი აზროვნების გააქტიურება“

 📌 რეფლექსია — მეწარმეობის პროექტის პირველი შეხვედრა დღეს ჩატარდა მეწარმეობის კლუბის პირველი შეხვედრა, რომლის მიზანი იყო მოსწავლეებში ფინანსური აზროვნების გააქტიურება და მათი როლის გააზრება როგორც მომავალი მეწარმეების. გაკვეთილი დავიწყეთ დისკუსიით კითხვაზე — რატომ გვჭირდება ფული და როგორ ვშოულობთ მას? მოსწავლეებმა აქტიურად გამოხატეს საკუთარი მოსაზრებები და ეტაპობრივად მივედით დასკვნამდე, რომ ფული არ არის მხოლოდ ხარჯვის საშუალება, არამედ პასუხისმგებლობასთან, არჩევანთან და დაგეგმვასთან დაკავშირებული რესურსია. შემდეგ ეტაპზე მოსწავლეებმა გააანალიზეს საკუთარი იდეა — ეპოქსიდის ბრელოკების დამზადება — უკვე როგორც ბიზნესპროექტი. მათ იმსჯელეს პოტენციურ მომხმარებელზე, პროდუქტის ღირებულებაზე და იმაზე, თუ რატომ შეიძლება დაინტერესდეს მომხმარებელი მათი პროდუქციით. გაკვეთილის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო გუნდური მუშაობა. მოსწავლეები გადანაწილდნენ ფუნქციურ ჯგუფებად (ფინანსები, მარკეტინგი, წარმოება, გაყიდვები), რაც დაეხმარათ საკუთარი პასუხისმგებლობების უკეთ გააზრებაში და თანამშრომლობის უნარის განვითარ...

აქტივობა 5-ბრენდის შექმნა და რეკლამა

მეწარმეობის კლუბში გავაგრძელეთ პროექტზე მუშაობა  „იდეიდან შემოსავალამდე: მოსწავლეების ფინანსური მოგზაურობა“ . მეხუთე შეხვედრა დაეთმო  ბრენდის შექმნასა და მარკეტინგს . მოსწავლეებმა იმსჯელეს, რატომ შეიძლება მომხმარებელი დაინტერესდეს ჩვენი ეპოქსიდის ბრელოკებით და რა გამოარჩევს მათ სხვა პროდუქციისგან. გაკვეთილზე მოსწავლეებმა გუნდურად მოიფიქრეს ბრენდის სახელის რამდენიმე ვარიანტი და კენჭისყრის შედეგად შეარჩიეს საუკეთესო. შემდეგ შექმნეს სლოგანი და იმუშავეს რეკლამის ტექსტზე, რომელიც გამოფენა-გაყიდვაზე მომხმარებლის ყურადღების მიპყრობას დაეხმარება.